LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საარსებო მინიმუმი 257 ლარამდე გაიზარდა 

154
სიღარიბე (1)

იანვარში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 3.3 ლარით გაიზარდა და 256.9 ლარი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, გასული წლის იანვართან შედარებით, მიმდინარე წელს საარსებო მინიმუმი 30.6 ლარით არის გაზრდილი.

სტატისტიკის მიხედვით, იანვარში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 3 ლარით გაიზარდა და 227.5 ლარი შეადგინა.

ცნობისთვის, საარსებო მინიმუმი არის ერთ მოსახლეზე სამომხმარებლო საქონლის ღირებულებითი გამოხატულება, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის შესაბამისად უზრუნველყოფს ადამიანის მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები