LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საარსებო მინიმუმი 4 ლარითა და 20 თეთრით შემცირდა

119
ფული (1)

2023 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 4.2 ლარით შემცირდა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

საქსტატის ცნობით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 251,8 ლარი იყო. მაშინ როცა 2023 წლის მარტში ეს მაჩვენებელი 256 ლარს შეადგენდა.

2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, 2023 წლის აპრილში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 10.8 ლარით არის გაზრდილი. 2022 წლის აპრილში საარსებო მინიმუმი 241 ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმს, ის მიმდინარე წლის მე-4 თვეში 223,1 ლარით განისაზღვრა. მაშინ როცა 2023 წლის მარტში – 226,7 ლარი, ხოლო 2022 წლის აპრილში – 213,5 ლარი იყო.

ცნობისთვის, საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები