COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შედეგად, საქართველოში ბოლო 1 წლის განმავლობაში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა. კერძოდ, სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ამ მაჩვენებლემა 2021 წლის მარტში 541,000 ბენეფიციარს პირველად გადააჭარბა.
მარტის თვის მონაცემებით, საარსებო შემწეობას სულ 151 ათასი ოჯახი იღებს, ამ ოჯახებში მაცხოვრებელთა რაოდენობა კი საქართველოს მოსახლეობის 14.5%-ს შეადგენს.
სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის თანახმადვე, მარტის განმავლობაში, სოციალური შემწეობის სახით, სულ 30.15 მილიონი ლარი დარიგდა.