LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 11 მილიონამდე გაიზრდება

138
პრობლემები-რომლებსაც-ტურისტები-საქართველოში-აწყდებიან-660x330

2025 წელს საქართველოში 11 მილიონი საერთაშორისო ვიზიტის განხორციელება იგეგმება, შემოსავლები კი საერთაშორისო ტურიზმიდან 6,6 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, – ამის შესახებ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის სექტორის დაახლოებით 300 წარმომადგენელთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომელზეც 2019-2025 წელს განსახორციელებელ სტრატეგიაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, აღნიშნული გეგმის მეშვეობით, 7.9%-მდე გაიზრდება ტურიზმის წილი მშპ-ში.

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა ტურისტული პროდუქტის განვითარების შესახებაც. მისი თქმით, მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით, 2019 წელს ფართომასშტაბიანი ტრენინგ პროგრამების ჩატარება იგეგმება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით 1500 ადამიანი გადამზადდება და სასწავლო კურსები 20 მიმართულებით ჩატარდება.

იგეგმება ინფრასტრუქტურის განვითარებაც, 70 სანიტარული კვანძის მოწყობა, მოსასვენებელი ადგილების აშენება და ა.შ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა ტურიზმის სფეროში განათლებისა და კადრების გადამზადების, ბაზრების დივერსიფიცირების, საქართველოს როგორც 4 სეზონიანი ტურისული მიმართულების მქონე ქვეყნის განვითარების, ტურისტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზების შესახებაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g