LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საერთაშორისო სადაზღვევო ბროკერი შემოდის

110

საქართველოში საერთაშორისო სადაზღვევო ბროკერი Willis Towers Watson შემოდის. სწორედ ამ კომპანიამ შეისყიდა სადაზღვევო ბროკერი Gras Savoye, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ხანგრძლივი მოლაპარაკებები Willis Towers Watson მიერ Gras Savoye შესყიდვაზე 2016 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამსხვილების ახალ ეტაპზე სადაზღვევო ბროკერი Gras Savoye რებრენდინგს იწყებს.

ცნობისთვის, Willis Towers Watson მსოფლიოში რეიტინგით მესამე ბროკერია, რომელსაც 120-ზე მეტ ქვეყანაში 39,000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული, მისი ბრუნვა 8.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და წარმოდგენილია ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს კონსულტაციას დაზღვევის ნებისმიერი მიმართულებით.
Willis Towers Watson-ის კლიენტები არიან BP, Disney, HSBC, Barclays, Shell, ”კოკა- კოლა”, ”კოდაკი” და ა.შ.

ამასთან, კომპანიის 5 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება და ახალი ბრენდის სამომავლო გეგმების პრეზენტაცია 15 დეკემბერს, 19:30 საათზე, მწერალთა სახლში გაიმართება. ღონისძიებას ქართველი და უცხოური ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g