LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა – მამუკა ბახტაძე

baxtadze1

2018 წელს საქართველოში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 8 679 544 ადამიანი შეადგინა, რაც ახალი რეკორდია საქართველოს ტურიზმის ისტორიაში, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ ცნობადობა და ინტერესი საქართველოს მიმართ ყოველდღე იზრდება.

„ჩვენი ზომის ქვეყნისთვის ეს მართლაც უნიკალური წარმატებაა. პირველ რიგში ეს ნიშნავს იმას, რომ ცნობადობა და ინტერესი საქართველოს მიმართ ყოველდღე იზრდება, ვიზიტორები საქართველოში ეცნობიან ჩვენს უნიკალურ კულტურას და კიდევ ერთხელ ყველა რწმუნდება, რომ ჩვენი უნიკალური კულტურა არის საერთო ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. 2018 წელს საქართველო უსაფრთხო და ტურისტულად მიმზიდველ ქვეყნად დასახელდა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციებისა და გამოცემების რეიტინგებში. საერთაშორისო კვლევითი პორტალის – ნამბეოს მონაცემებით, 2018 წელს საქართველო მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის მეხუთე ადგილზე გავიდა. გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულებაა და ის რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს მაშინ, როდესაც ევროპაში ჩვენ მეორე ადგილზე ვართ,“ – განაცხადა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g