LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორთა თითქმის ნახევარი სახმელეთო გზით შემოდის

56
poset-gruziu

2021 წლის ნოემბერში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 288.8 პროცენტით გაიზარდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის ნოემბერში საქართველოში 180 963 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 73 პროცენტით ნაკლები, ვიდრე 2019 წლის ნოემბერში.

TOP 3 ქვეყანა, საიდანაც 2021 წლის ნოემბერში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა, შემდეგია: თურქეთი – 32 577 ვიზიტორი, რუსეთი – 23 424 ვიზიტორი, სომხეთი – 19 291 ვიზიტორი.

აღსანიშნავია, რომ ნოემბერში ვიზიტორთა თითქმის ნახევარი – 87 369 სახმელეთო გზით შემოვიდა, 77 666 ვიზიტორი საჰაერო გზით, სარკინიგზო გზა 872 ვიზიტორმა აირჩია, ხოლო საზღვაო – 658 ვიზიტორმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g