LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საფრანგეთის საელჩო სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახსა და ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს

132
BeFunky-collage - 2025-01-06T223933.291

საქართველოში საფრანგეთის საელჩო სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახსა და ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

„ამ განსაკუთრებით ტრაგიკულ და მტკივნეულ წუთებში, საფრანგეთის საელჩო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონში, სოფელ საბერიოში ტრაგიკული ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ხუთი მცირეწლოვანი ბავშვის ოჯახს, ახლობლებსა და ქართველ ხალხს”, – წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა, რასაც ხუთი ბავშვი ემსხვერპლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g