LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებებს ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით პირველად ვიღებთ – ირაკლი კობახიძე

70

“ეს არის ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის კონსტიტუცია,” – ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, საკონსტიტუციო პროექტს, რომელსაც პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე განიხილავს.

როგორც ირაკლი კობახიძემ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, აქამდე ქვეყანაში კონსტიტუცია მმართველი ძალის სასარგებლოდ იცვლებოდა, დღეს კი მასში შესწორებები ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით შედის.

“ასეთი ტიპის კონსტიტუციას პირველად ვიღებთ საქართველოში 90-იანი წლებიდან მოყოლებული. გვქონდა ძალიან ნეგატიური ტრადიცია დამკვიდრებული, როცა იცვლებოდა საქართველოს კონსტიტუცია, ეს კეთდებოდა მმართველი ძალის სასარგებლოდ. პირველად ხდება, როცა ცვლილებები ტარდება ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, ეს ახალი საკონსტიტუციო ტრადიციის დამკვიდრებას ნიშნავს. თამამად შეიძლება, ეწოდოს მას კონსტიტუციის პირველი შესწორება, აქამდე კონსტიტუცია იცვლებოდა სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა აქციის ფონზე მიმდინარეობს. საკონსტიტუციო პროექტს პარლამენტის შენობასთან ოპოზიციური პარტიები აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ის ერთპარტიულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g