LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქართველოში სამუშაო ადგილები ინვესტიციების პირდაპირპროპორციულად არ იქმნება”

62

“სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ფასების ზრდა, მწირი პენსიები და ლარის არასტაბილურობა – სწორედ ეს არის ის პრობლემები, რაც ყველაზე მეტად აწუხებს საზოგადოებას და რაც ყოველგვარი კვლევის გარეშე თვალსაჩინოა”, – ამის შესახებ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან იანვარ–თებერვლის ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებულ მაჩვენებელზეც ისაუბრა და იმედი გამოთვა, რომ ეს ტენდნცია მთავრობისა და პარლამენტის, ეროვნული ბანკისა და სხვა აქტორების  აქტიური ჩართულობით მომავლშიც შენარჩუნდება.

თუმცა, მისი თქმით, ეს არაფრისმთქმელ სტატისტიკურ მონაცემებად დარჩება, თუ არ მოხდება დოვლათის სწორად გადანაწილება.

„ეკონომიკის, ან ინვესტიციების ზრდა არაფრისმთქმელ სტატისტიკურ მონაცემად დარჩება, თუ არ მოხდება ისედაც მწირი დოვლათის ეფექტური გადანაწილება, სამუშაო ადგილების შექმნა. სამწუხარო რეალობაა, რომ საქართველოში ინვესტიციების ზრდის პირდაპირპროპორციულად არ იქმნება სამუშაო ადგილები. ხშირია შემთხვევა, როდესაც ინვესტორებს უცხოელი მუშახელი ჩამოჰყავთ, ადგილობრივი კადრების კვალიფიკაციის  ნაკლებობის გამო.  შესაბამისად, იმისთვის, რომ უცხოური ინვესტიციებიდან  მეტი სარგებელი მივიღოთ, საჭიროა, ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლება ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტად ვაქციოთ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, მუშახელის უსაფრთხო სამუშაო პირობებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამის უზრუნველყოფა შესაძლებელია.

“მუშახელის დაცულობა და უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველყოფა – რაც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას, საკანონმდებლო დონეზე მოგვარებადია.

არ ვგულისხმობ შრომის ბაზრის მკაცრ რეგულირებას, თუმცა შრომის უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების დაწესება, აუცილებელია”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

magti 5g