საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა. ქვეყნის მასშტაბით არსებული 17 მაჟორიტარული ოლქი 20:00 საათზე დაიხურა.
ცნობისთვის, მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტურთან ერთად , ქუთაისში მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურიც მიმდინარეობდა.
საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნების მეორე ტურში ბიულეტენში მითითებული იყო 31 ოქტომბრის არჩევნებში შესაბამის მაჟორიტარულ ოლქებში საუკეთესო შედეგის მქონე ორ-ორი კანდიდატი.
