LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციის დღე ჩატარდება

420
ელექტრონული კომერციის დღე

საქართველოში უკვე მეორედ, 29 ნოემბერს, ელექტრონული კომერციის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება – Ecommerce Day 2024 გაიმართება.

ღონისძიების მიზანი საქართველოში ელექტრონული კომერციის გარემოს ხელშეწყობა, ქართულ და საერთაშორისო კომპანიებს შორის მჭიდრო კავშირის დამყარება, გამოცდილების გაზიარება და სტრატეგიული პარტნიორობის შექმნაა.

ღონისძიებაზე ისეთი კომპანიების წარმომადგენლები ისაუბრებენ, როგორებიცაა: Amazon Web Services, eBay, Flitt და ბევრი სხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ბაზრის წამყვანი კომპანიის წარმომადგენელი. ქართველი და უცხოელი სპიკერები კი აქცენტს გააკეთებენ რეგიონული სიახლეების, ინოვაციების, საქართველოში ელექტრონული კომერციისა და სხვა საინტერესო თემებზე.

„საქართველოს ბანკისთვის ბიზნესების მხარდაჭერა უცვლელი პრიორიტეტია. საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარებისა და ამ მიმართულებით მომუშავე ბიზნესების გაძლიერების მიზნით კი ბანკი არაერთი აქტივობის მხარდამჭერია. სწორედ ამიტომ, წელს უკვე მეორედ, ბანკი ელექტრონული კომერციის დღის პარტნიორია. ღონისძიების მიზანია, ერთი მხრივ, დამსწრე აუდიტორიას მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული სფეროს სიახლეების, ტრენდებისა და ინოვაციების შესახებ, მეორე მხრივ კი, ბიზნესებს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესაძლებლობა მისცეს. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივებისა და პროექტების განხორციელებასა და მხარდაჭერას“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

Ecommerce Day 2024-ის ღონისძიების ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ აქ.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g