LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საშუალო ხელფასი 1 943 ლარამდე გაიზარდა 

190
ხელფასები

2024 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.2%-ით (226.8 ლარით) გაიზარდა და 1 943.4 ლარი შეადგინა.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის პირველი კვარტალის მონაცემებით ირკვევა, რომ საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი შემდეგ დარგებში დაფიქსირდა:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 4 519.4 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 20.2%-ით);
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 956.5 ლარი (გაიზარდა 9%-ით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 672.7 ლარი (გაიზარდა 12.0 პროცენტით);
  • მშენებლობა – 2 624.6 ლარი (გაიზარდა 22.3%-ით).

აღნიშნულ პერიოდში, ქალების საშუალო ხელფასი 1 540 ლარით, ხოლო კაცების – 2 343.2 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 164.3 ლარი (11.9%), ხოლო კაცებში – 289.8 ლარი (14.1%) შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ქ. თბილისი და მცხეთა-მთიანეთი ლიდერობს.

გარდა ამისა, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში წლიურად 226.3 ლარით (12.9%) გაიზარდა და 1 985.4 ლარი შეადგინა.

საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ბიზნეს სექტორში ინფორმაცია და კომუნიკაციის (4 069.0 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 8.8%-ით) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობებში (3 035.1 ლარი, გაიზარდა 10.9%-ით) სფეროებში ფიქსირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები