LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი დაიწყო

95

დღეს საქართველოს საჯარო საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სასწავლო პროცესი დაიწყო. წელს პირველკლასელებს საჩუქრად პორტაბელური კომპიუტერები Lenovo ideapad 300S-11IB და უფასი სასკოლო სახელმძღვანელოები გადაეცემათ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თქმით, ახალი სასწავლო წლის დაწყება 20 სკოლაში გადაიდო. ალექსანდრე ჯეჯელავს თქმით, აღნიშნულ სკოლებში სწავლა ზოგან ორი დღით, ზოგან კი –   მაქსიმუმ ორი კვირით გადაიდება. მიზეზად კი მინისტრმა სარემონტო სამუშაოების დასრულება დაასახელა, მოსწავლეებს გაკვეთილის საათები შაბათის ხარჯზე აუნაზღაურდებათ.

საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რაოდენობა 53 540, ხოლო მთლიანად, მოსწავლეთა რაოდენობა 509 120-ია.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კერძო სკოლები სწავლის დაწყების თარიღს თავად განსაზღვრავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g