LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში სმარტ-ტელევიზორების წარმოება იწყება

212

საქართველოში სმარტ-ტელევიზორების წარმოება იწყება. ტექნიკას კომპანია  ”AG მიკროელექტრონიქსი” გამოუშვებს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა სოსო მაზმიშვილმა განუცხადა,   ტელევიზორების წარმოება უკვე მიმდინარე თვეში დაიწყება და ისინი ბაზარზე 2016 წლის ნოემბერში გამოვა.

”ეს იქნება ჭკვიანი ტელევიზორები, რომლებშიც ჩამონტაჟდება ”ანდროიდ სისტემა” და ქართველი მომხმარებლი მის შეძენას საკმაოდ მალე შეძლებს. რაც შეეხება, ფასს, ვეცდებით, რომ იყოს ყველასთვის მისაღები”, – განმარტა მაზმიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, ”AG მიკროელექტრონიქსის” პირველი ქართული ტელევიზორები, ჰიპერმარკეტ ”გორგიას” გარდა,  უკვე იყიდება   ”ალტა ოქეიში”, ”მეტრომატსა” და ”მეგატექნიკაში”.  როგორც კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა აღნიშნა, გაყიდვები საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. ”თუ გავითვალისწინებთ იმას,  რომ  ქართული ტელევიზორი ბაზარზე ახალი გამოსულია, მასზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. ამასთან გასაყიდი ფასი 5%-ით  შევამცირეთ”, – განაცხადა  მაზმიშვილმა.

შეგახსენებთ,  კომპანია ”AG მიკროელექტრონიქსმა” პირველი ქართული ტელევიზორების საწარმოებლად საჭირო კომპონენტები უცხოეთიდან გამოიწერა და მათი წარმოება მიმდინარე წელს დაიწყო. ტელევიზორები რეალიზაციაში   2016 წლის 30 მაისს ჩაეშვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები