სინოპტიკოსების პროგნოზით უამინდობა საქართველოში, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში დაახლოებით 22 ოქტომბრამდე შენარჩუნდება. გაგრძელდება წვიმა, მაღალ მთებში კი თოვლი.
ამავე პროგნოზის თანახმად, აღმოსავლეთ საქართველოში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება, გაძლიერდება დასავლეთის ქარი, რომელიც 22 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
რაც შეეხება თბილისს, 18 ოქტომბერს, დილის საათებში მცირე წვიმაა ნავარაუდევი, დღის მეორე ნახევარი კი უნალექო იქნება. თბილისშიც ქარიანი ამინდი 22 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ჰაერის ტემპერატურა 11-16 გრადუსამდე დაიწევს.