LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ტურიზმიდან შემოსავალი 101 მლნ დოლარით გაიზარდა

124
Travel budget concept. Travel money savings in a glass jar with passport and sunglasses on world map

წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარმაისში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში 1.1 მილიარდი აშშ დოლარია, (ზრდა +9.8%) რაც 101 მილიონი აშშ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2019 წლის მაისის მონაცემებით, შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 281 მილიონ აშშ დოლარს (ზრდა +14.2%), რაც 35 მილიონი აშშ დოლარით მეტია 2018 წლის მაისთან შედარებით.

„ის, რომ საქართველოში თვიდან-თვემდე მატულობს უცხოელი ტურისტების რაოდენობა, ეს მხოლოდ მშრალი სტატისტიკაა. ძალიან სასიხარულოა რომ იზრდება მაღალმხარჯველიანი ტურისტების რაოდენობაც და შესაბამისად მნიშვნელოვნად იზრდება შემოსავლები საერთაშორისო მოგზაურობიდან. ჩვენი მარკეტინგული კამპანიის მიზანია ავითვისოთ ახალი ტურისტული ბაზრები და საქართველოში უფრო მეტი მაღალმხარჯელუნარიანი ტურისტი მოვიზიდოთ ევროკავშირის ქვეყნებიდან, აშშ-დან და ახლო აღოსავლეთიდან“, – აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g