ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე საქართველოში თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის დეკემბერში, დანაშაულში მხილებულმა პირებმა ქალაქ ბათუმში მდებარე სავალუტო ჯიხურებში7 000 ევროს ოდენობის ყალბი 500-ევროიანი კუპიურები გაასაღეს.
ბრალდებულების დაკავებისას, დამატებით ამოღებულია 6 000 ევროს ოდენობის ყალბი ფული.
დაკავებულებს 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.