LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში უამინდობა გაგრძელდება

81

რამდენიმე დღის მანძილზე საქართველოში კვლავ სიცივე და ნალექია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 – 13 დეკემბერს საქართველოში  შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმიანი, მთაში თოვლიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +9, +14 გრადუსი იქნება.

14 – 18 დეკემბერს კვლავ მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, მაღალმთიან რაიონებში ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დაეცემა და დღისით 0, +5, ზოგან  -1, -3  გრადუსი იქნება.

რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსები 15 დეკემბერს თბილისში თოვლს პროგნოზირებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები