2021 წლის ოქტომბერში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 142.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 127.1 მლნ აშშ დოლარით (9.4-ჯერ) არის გაზრდილი, ხოლო 2019 წლის ოქტომბერთან შედარებით – 124.6 მლნ აშშ დოლარით (-46.7 პროცენტი) ნაკლებია. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიმდინარე წლის ოქტომბერში შემოსავლების 15.5 პროცენტი (22.0 მლნ აშშ დოლარი) ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა. მნიშვნელოვანია ასევე რუსეთის (18.3 მლნ აშშ დოლარი), ისრაელის (15.5 მლნ აშშ დოლარი), თურქეთის (14.8 მლნ აშშ დოლარი), უკრაინისა (14.5 მლნ აშშ დოლარი) და საუდის არაბეთის (9.5 მლნ აშშ დოლარი) წილი.
როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, ტურიზმის სექტორი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მიმართულებაა და Covid-19-ის პანდემიამდე სწრაფად მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა. შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები – უცხოელ მოგზაურთა დანახარჯები – საგადასახადო ბალანსის კომპონენტია და ეროვნული ბანკის მიერ საქართველოს საგადასახდელო ბალანსში კვარტალურად ქვეყნდება.