საქართველოში უძრავი ქონების შეძენით აშშ-ში და ყოფილ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები აქტიურად ინტერესდებიან, – ინფორმაციას „ბიზნესპარტნიორი“ ავრცელებს, რომელიც აშშ-ში დაფუძნებული უძრავი ქონების საბროკერო კომპანია Glint Property-ს თანადამფუძნებელს შიო ხეცურიანს ესაუბრა.
ხეცურიანის თქმით, სერვისი აშშ-ს ბაზარზე 4 თვეა გაეშვა და უკვე საკმაოდ წარმატებული და მოთხოვნადია.
„დიდი რაოდენობით მოთხოვნაა, იმაზე მეტი, ვიდრე მოლოდინი გვქონდა.ინტერესი განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც აშშ-ში შედარებით დასტაბილურდა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა,“ – აცხადებს ხეცურიანი.
მისივე ინფორმაციით, Glint Property-მ გახსნიდან 4 თვეში საქართველოში 20-ზე მეტი ბინა გაყიდა.