LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში უკრაინის ელჩის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს არანაირი მტკიცებულება არ აქვს: უკრაინის საგარეო უწყება სააკაშვილის განცხადებაზე

84
FORTUNA.GE- (1)

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილს სააკაშვილის მიერ უკრაინის ელჩის მისამართით გაკეთებულ განცხადებას და კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სწრაფად და მიუკერძოებლად განიხილოს საქმე, შეცვალოს აღკვეთის ღონისძიება და გაათავისუფლოს უკრაინის მოქალაქეები.

“ბრალდებებს, რომელიც საქართველოში უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის მისამართით გამოითქვა, ბრალმდებელის ემოციის გარდა, არანაირი მტკიცებულება არ აქვს. უკრაინული დიპლომატია ამაზე დროს არ დაკარგავს და კვლავ გააგძელებს წინააღმდეგობის გაწევას რუსული აგრესიისთვის.” – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყველაფერი დაიწყო ასე:

ორი დღის წინ, ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა “ფეისბუქით” მიმართვა გაავრცელა, დაწერა, რომ 6 თებერვალს გამართული დაუმორჩილებლობის აქციები არის პირველი მერცხალი იმისთვის, რაც ქვეყანაში დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი და განაცხადა, რომ “ამ “სახელმწიფოს” მიმართ, ნებისმიერი დაუმორჩილებლობის აქტი, რა თქმა უნდა ცივილიზებულობის ფარგლებში ისე, რომ არავის სხვა მოქალაქეებს არ შევუქმნათ პრობლემები, არის ჩვენი არამხოლოდ უფლება, არამედ, მოვალეობა”.

დაუმორჩილებლობის აქციები არის პირველი მერცხალი იმისა, რაც აუცილებლად დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი საქართველოში: მიხეილ სააკაშვილი

მოგვიანებით, უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი სააკაშვილის ამ მიმართვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებები არ ეხმარება საქართველოსა და უკრაინას ორმხრივი ურთიერთობის და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით.

ელჩი ამბობდა, რომ მაშინ, როდესაც საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ვითარება მეტ-ნაკლებად დარეგულირდ, დაუმორჩილებლობის შესახებ ასეთი მოწოდებები, პოლიტიკური თვასაზრისით, ქვეყნებს ნამდვილად არ დაეხმარება.

ამის შემდეგ, უკვე მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ელჩის განცხადებას, მას კორუმპირებული უწოდა და განაცხადა, რომ ის მოქმედებს უკრაინის ინტერესების წინააღმდეგ: “მივაღწევ იმას, რომ ასეთი ელჩები არ ჰყავდეს არც უკრაინას, არც საქართველოს და მე ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან.” – წერდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

დღევანდელ მიმართვაში კი, უკრაინის საგარეო უწყებამ კიდევ ერთხელ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ საქართველოში დაუმორჩილებლობის აქციებისკენ მოწოდებისგან.

“მსგავსი განცხადებები, შესაძლოა, მიჩნეული იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევად. უკრაინა ეწინააღმდეგება მსგავს ქმედებებს და ასეთ ჩარევებს არასდროს მიმართავს.” – ვკითხულობთ გავრცელებულ მიმართვაში.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინელ დიპლომატებს მსგავსი განცხადებები ვერაფერს დააკლებს, ისინი გააგრძელებენ ეფექტიან  წინააღმდეგობას რუსული აგრესიის წინააღმდე; მსოფლიოს მობილიზებას უკრაინის მხარდასაჭერად; მცდელობას უკრაინის ექსპორტიორებისთვის ახალი ბაზრების გახსნის თაობაზე და საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების უფლებებს წარმატებით დაიცავენ.

პოპულარულები