LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქართველოში ვაქცინა, ალბათ, გაზაფხულამდე არ იქნება” – პაატა იმნაძე

163
paata

კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ვაქცინაზე, ბოლო პერიოდია, დამაიმედებელი კონტურები გამოიკვეთა. ამ საკითხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე გამოეხმაურა და თქვა, რომ საქართველო კორონავირუსის ვაქცინას 2021 წლის გაზაფხულამდე არ უნდა ელოდოს.

ვაქცინა, რომელმაც 90%-ზე ეფექტიანად იმოქმედა: პოზიტიური სიახლე კორონას სამყაროში

ფაზა 3-ის კვლევა მიმდინარეობს და დამატებითმა მონაცემებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს შედეგებზე.

“ძალიან საიმედო შედეგები აქვს ამერიკულ-გერმანულ ვაქცინას (Pfizer/BioNTech), ასევე მთავრდება კიდევ რამდენიმე კომპანიის ვაქცინის კვლევა. ალბათ, წლის ბოლოსთვის დაიწყება მათი მასობრივი წარმოება. საქართველო არის მონაწილე იმ გლობალური ფონდისა, რომელიც ანაწილებს ვაქცინებს. სხვა ქვეყნების მსგავსად ჩვენს ქვეყანასაც გადახდილი აქვს თანხა წინასწარ. ამ ფონდით შესაძლებელი იქნება ვაქცინების იმ მწარმოებელი ქვეყნების გარეთ დისტრიბუცია.

ხომ გასაგებია, რომ ჯერ თავიანთი ქვეყნებისთვის ექნებათ და მერე დაიწყება მისი განაწილება მსოფლიოში. უკვე რიგში ვართ.. მოდი, ვიყოთ რეალისტები. ალბათ, გაზაფხულამდე არ იქნება”, – თქვა პატა იმნაძემ.

შეგახსნებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკული და გერმანული კომპანიების, Pfizer-ისა და BioNTech-ის ერთობლივმა ვქცინამ კვლევის დასკვნით, მესამე ეტაპზე 90%-იანი ეფექტიანობა აჩვენა.

 

magti 5g