LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ვაქცინირებულია 105 500 ადამიანი, წინასწარი რეგისტრაცია გაიარა 98 ათასზე მეტმა პირმა

88
1

საქართველოში ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 105 500 ადამიანია აცრილი.

Stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში, ვაქცინა გაიკეთა 3 613-მა ადამიანმა.

ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო.

“სინოვაკით” ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია კი დღეიდან იწყება.  თავად ვაქცინაციის პროცესი კი 24 მაისიდან. 

მოქმედებს ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაციის ვებპორტალიც.

წინასწარი რეგისტრაციის მიზანია, სექტორში სწრაფად და დაუყოვნებლივ მიიღონ ინფორმაცია კოვიდ-19-ის ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ. ამ დროის მონაცემებით, პორტალზე დარეგისტრირებულია 98 ათასზე მეტი მსურველი.

გუშინ, 12:00 საათიდან, ასევე დაიწყო რეგისტრაცია მათთვის, ვისაც პირველი დოზიდან 22-28 დღის ინტერვალში სურს დარეგისტრირდეს “სინოფარმის” ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად.

რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას, დღევანდელი მონაცემებით,კორონავირუსით 29 ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირდა 1 064 და გამოჯანმრთელდა 1 135 პაციენტი .

magti 5g