LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში წამყვანი ამერიკული უნივერისტეტი – ვებსტერი შემოდის

705
1546107-10152135352531552-295826237-n

Webster University საქართველოში! საერთაშორისო განათლების ლიდერი, ამერიკული უნივერსტიტეტი პირველ კამპუსს „სილიკონ ველი თბილისის“ ტერიტორიაზე გახსნის.

Webster-ის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან ერთად, დღეს, 19:00 საათზე, სილიკონ ველი თბილისის სივრცეში ხელი მოეწერება მნიშნელოვან შეთანხმებას: 2021 წლიდან რეგიონში მცხოვრებ სტუდენტებს აღარ მოუწევთ უცხოეთში გამგზავრება უმაღლესი განათლების მისაღებად. მსოფლიოში აღიარებული, აშშ სტანდარტების შესაბამისი განათლების მიღება Webster-ის საქართველოს კამპუსში ხდება შესაძლებელი, მაღალკვალიფიციური პროფესორების გუნდით, საბაკალავრო, სამაგისტრო და სატრენინგო პროგრამებით და შესაბამისი დიპლომით ლიდერი ამერიკული უნივერსიტეტისგან.

აშშ-ს გარდა, Webster-ის კამპუსები წარმოდგენილია ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპის, აზიისა და აფრიკის კონტინენტებზე, მათ შორის, ავსტრიაში, ჰოლანდიაში, შვეიცარიაში, საბერძნეთში და ა.შ. მომავალი წლიდან კი ახალი, რეგიონში პირველი კამპუსი უკვე საქართველოში, „სილიკონ ველი თბილისის ტერიტორიაზე“ დაიწყებს ფუნქციონირებას.

ინფორმაციას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g