LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში წარმოებული შავი პომიდორი მალე მარკეტებში გაიყიდება: “მოლაპარაკება გვაქვს საფრანგეთთან, გერმანიასთან”

253
შავი პომიდორი

საქართველოში შავი პომიდვრის რეალიზაცია ზაფხულში ქსელურ მარკეტებში დაიწყება. “გლობალ ეკო პროექტ ჯორჯიას” მიერ წარმოებული პროდუქტი ენერგოეფექტიან სათბურში მოჰყავთ, რომელიც შიდა ქართლში, სოფელ ქვემო ნიქოზში მდებარეობს. როგორც “ფორტუნასთან” საუბრისას, მწარმოებელი კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის დაფინანსებით ხორციელდება.

“წარმოება შარშან შემოდგომაზე დაიწყო, როდესაც სათბურის მშენებლობა დასრულდა, რომელიც ფაქტობრივად, საქართველოში პირველია, ენერგოეფექტიანობის მაგალითი, განსხვავებული და ინოვაციური. სათბური სოფელ ქვემო ნიქოზში მდებარეობს, რომელიც საზღვრისპირა სოფელია. გვინდა, რომ ახალგაზრდები ჩაერთონ და ნახონ, როგორია ენერგოეფექტიანი სათბური, რომელიც ბიოტექნოლოგიური მეთოდით არის დამზადებული.

აგრეთვე, გვაქვს ენერგოეფექტიანი ღუმელი, რომელშიც შეიძლება ყველანაირი ნარჩენების დაწვა. ღუმლის უპირატესობა კიდევ ისაა, რომ ბოლომდე იწვის ნარჩენები ანუ კრეოსოტი არ გამოიყოფა, რომელიც სათბურში პროდუქტს აბინძურებს. პომიდორთან ერთად, პომიდვრის მეგობარი მცენარეებიც მოგვყავს, მაგალითად რეჰანი. ასევე, სათბურში გვექნება ბეიბი სალათები”, – ამბობს “ფორტუნასთან” საუბრისას “გლობალ ეკო პროექტ ჯორჯიას” დამფუძნებელი რუსუდან კვარაცხელია.

მისივე თქმით, კომპანია ექსპორტის მიმართულებით აქტიურად მუშაობს და მალე პროდუქტი უცხოეთის ბაზარზეც მოხვდება.

“რა თქმა უნდა, ექსპორტს ვაპირებთ. ქართული ბაზარზე შავი პომიდვრის მოთხოვნა ძალიან დიდი არ არის. ჩვენი სათბური 500 კვადრატულ მეტრზეა. თან ბიოლოგიურად მოგვყავს და ბიო შავი პომიდვრის რეალიზაცია საქართველოში დიდი რაოდენობით ჯერ ალბათ ვერ მოხდება. ექსპორტის მიმართულებით, ბევრი პრობლემაა, დეტალებზე ვმუშაობთ სამინისტროსთან ერთად. მოლაპარაკება გვაქვს საფრანგეთთან, გერმანიასთან, სადაც ბიო პომიდვრის მოთხოვნა ყოველთვის არის და მით უმეტეს, შავ პომიდორზე. რამდენიმე რესტორანმა საფრანგეთში უკვე გამოთქვა სურვილი”, – აღნიშნავს რუსუდან კვარაცხელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g