LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში წლის საუკეთესო ინვესტორები გამოვლინდებიან

93

14 დეკემბერს, 20:30 საათზე, თბილისი „გარდენ ჰოლში“, მედია ჰოლდინგ Georgian Times-ისა და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია GORBI-ს ორგანიზებით, 2016 – 2017 წლების ყველაზე წარმატებული კომპანიების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.

ღონისძიების ოქროს სპონსორია: “სოკარ ენერჯი ჯორჯია”, გენერალური სპონსორი კი ”ზარაფზანა”.

რეიტინგის ფარგლებში, უკვე გამოვლინდა 2016 – 2017 წლის საქართველოს 30 საუკეთესო კომპანია/ბიზნესმენი.

  1. ავერსი -პაატა კურტანიძე
  2. ბაზისბანკი -დავით ცაავა
  3. გაა ჰოლდინგი – გია ალიხანაშვილი
  4. გალფი -გიორგი დევაძე
  5. გეოპლანტი/გურიელი – მიხეილ ჭკუასელი
  6. ჯეოპროდაქტსი – დავით ბარდაველიძე
  7. გიუაანი – გიორგი სურგულაძე
  8. დუგლაძეების ღვინის კომპანია – ზაალ დუგლაძე
  9. ენ სი სი – გეგი ქელბაქიანი
  10. ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი -ბადრი წილოსანი
  11. ვენდი -კოტე ქარსილიდი
  12. ზარაფხანა -ქეთევან გოგნაძე
  13. კავკასიის ავტოიმპორტი – ლევან სურგულაძე
  14. კულა – ივანე გოგლიძე
  15. MG -ზურაბ კიკნაძე
  16. მტკვარი ენერჯი -მალხაზ იასეშვილი
  17. ნეოგაზი -ზურაბ გოზალიშვილი
  18. ნიკორა სუპერმარკეტი -დავით ურუშაძე
  19. ნიუთაიმი -მალხაზ ბერიძე
  20. ომეგა ჯგუფი -ზაზა ოქუაშვილი
  21. ორბი ბათუმი -ირაკლი კვერღელიძე
  22. პსპ -გოჩა გოგილაშვილი
  23. საქნახშირი GIG -ჯამბულ ჯაყელი
  24. საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია -მალხაზ იასეშვილი
  25. საქართველის ინდუსტრიული ჯგუფი -ზურაბ გელენიძე
  26. სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი -ლევან გიორგაძე
  27. სოკარ ჯორჯია გაზი – აზერ მამადოვი
  28. ქართული ლუდის კომპანია/ზედაზენი -კახაბერ კოტრიკაძე
  29. შუხმან ვაინს ჯორჯია – ნუცა აბრამიშვილი
  30. ჰიუნდაი ავტო საქართველო -დავით გიორგობიანი

აღნიშნული კომპანიებიდან, საუკეთესოთა შორის საუკეთესოს, გრან-პრის მფლობელს, ტრადიციისამებრ, ღონისძიების დღეს, კენჭისყრის საფუძველზე, თავად ბიზნესმენები დაასახელებენ. ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების ფარგლებში წელს უკვე მეორედ გაიმართება და კვლავაც დაჯილდოვდებიან წლის საუკეთესო ინვესტორები და გადაეცემათ გარდამავალი ჯილდო.

საუკეთესო კომპანიებისა და ბიზნესმენების გამოვლენაში დამოუკიდებელი ექსპერტები, ეკონომიკური პროფილის უწყებათა ხელმძღვანელები, ეკონომიკური პროფილის ჟურნალისტები, კონსალტინგური კომპანიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდების, სოციოლოგიური კვლევების სამსახურები იღებენ მონაწილეობას.

 კომპანიების შეფასების კრიტერიუმებია:

მეწარმეთა ინტერესების დაცვა, საზოგადოებრივი იმიჯი, ქველმოქმედება/მეცენატობა, სარეკლამო კამპანიის ეფექტურობა, ახალი სამუშაო ადგილები, საქმიანობის სტაბილურობა, სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობა, კომპანიის ზრდა/წარმატებულობა, აღიარება საზღვარგარეთ, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ეფექტური მარკეტინგი, ფინანსური გამჭვირვალეობა, საინვესტიციო მიმზიდველობა. ინოვაციური პროექტები, გუნდის პროფესიონალიზმი, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, მუდმივი პროგრესი და ახალი ტექნოლოგიები, ხარისხის გარანტი.

პროექტის მიზანია: ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. ასევე, ქართული ბიზნესის ახალი იმიჯის ჩამოყალიბება, ახალი პერსპექტიული კომპანიების წარმოჩენა და რაც მთავარია, ქართული ბიზნესის მიმართ მსოფლიო ბიზნეს-საზოგადოების ყურადღების მიპყრობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g