„შეხვედრაზე ინტენსიური დისკუსია და მეტის გაკეთების სურვილი იყო“, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კალასის თქმით, სანქციებთან 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო და „სამწუხაროდ, ჯერ აქ ვართ“.
„დღეს კომისიასთან ერთად რაც განვიხილეთ დიპლომატიური პასპორტებისა და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაა. უნდა ითქვას, რომ დისკუსია ძალიან ინტენსიური იყო და ასევე მეტის გაკეთების დიდი სურვილიც იყო. ბევრმა აღნიშნა, ვნახოთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები და მზად ვართ დამატებითი ნაბიჯების გადადგმისთვის, მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, სანქციებისთვის ჩვენ გვჭირდება 27 წევრის თანხმობა და სამწუხაროდ, ჯერ აქ ვართ. მაგრამ ვფიქრობ, რომ აღნიშნული უვიზო რეჟიმის შეჩერება პირველი ნაბიჯია და სიმბოლურიც“, – განაცხადა კაია კალასმა.