„საქართველოსთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი მაგიდაზეა. საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპულ მიდგომასთან დაკავშირებით ბოლო დროს ნამდვილად იმედგაცრუებას იწვევს“, – ამის შესახებ ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა გუნთერ კრიხბაუმმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ლუქსემბურგში ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ, რა თქმა უნდა მოსახლეობის მხარეს ვართ, მხარს ვუჭერთ მათ. მაგრამ მთავრობა, მთავრობის ქცევა მიუღებელია. ყველა ვარიანტი, ვამბობ, ნამდვილად ყველა ვარიანტი, მაგიდაზეა“, – აღნიშნა კრიხბაუმმა.
მარტა კოსი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოუსმინოს საკუთარ ხალხს და მიჰყვეს მათ სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილი
მისი თქმით, ქვეყანაში ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებას ხელისუფლებაში მყოფი პირები უწყობენ ხელს.