LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქმეს ოქრომდე მივიყვანთ: კვირკველიას რუსულ-ინგლისური არჩევანი

41

ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე GFF AWARDS 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელად საბა კვირკველია აღიარეს.

ბრიტანული მედიის ცნობით, საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “ლოკომოტივის” ქართველი მცველით ინგლისის პრემიერლიგის “ვესტ ბრომვიჩი” და “ლესტერი” დაინტერესდნენ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ საბა კვირკველია იანვარში კარიერას პრემიერლიგაზე გააგრძელებს, რადგან ინგლისში თამაში თავად სურსო.

ამ საკითხზე კვირკველიას პირველი არხი ესაუბრა. 25 წლის ფეხბურთელმა ბრიტანული მედიის ცნობები უარყო.

„კარიერული წინსვლა და უკეთეს ლიგაში თამაში მსურს, მაგრამ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე მაკავშირებს. საერთოდ, რუსეთის ჩემპიონატის პირველი წრე გუნდმა კარგად ჩაატარა და დაწყებულ საქმეს ბოლომდე, ოქროს მედლებამდე მივიყვანთ, ასე რომ, ისევ “ლოკომოტივში” ვრჩები”, – ამბობს პირველ არხთან კვირკველია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები