LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქმის დრო დაიწყო, ევროპა გველოდება – შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოც მზად არის: სალომე ზურაბიშვილი

58
სალომე ზურაბიშვილი

„ბატონო პრეზიდენტო, კიდევ ერთხელ მინდა დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა და მადლობა მოგახსენოთ იმ ძალისხმევისთვის, რამაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა ,” – ამ სიტყვებით პრეზიდენმტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მიმართა და თქვა, რომ ამ პროცესის გაგრძელებით მომავალში სრულყოფილ შედეგს მიიღებენ.

“დღეს დილიდან კიდევ ახალი ხელმოწერებია შეთანხმების დოკუმენტზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ის დინამიკა, რომელიც გუშინ დაიწყო, გრძელდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ დღეებში, კიდევ გაგრძელდება და მივიღებთ სრულყოფილ შედეგს. ეს იქნება და არის უკვე ნამდვილად ყველას გამარჯვება, პირველ რიგში კი, ამ ქვეყნისთვის,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა და რომელიც არის შარლ მიშელისა და მისი წარმომადგენლის, ასევე აშშ-ის დახმარებითაა მიღწეული, შიდა პოლიტიკური წინსვლისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, პირველ რიგში, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა საზოგადოებისთვის, რამეთუ საზოგადოება ნამდვილად იყო დაღლილი.

“ვიტყოდი კიდევაც, გადაღლილი, დაძაბული ამ პოლარიზაციით, დაპირისპირებით და გაუთავებელი არეულობით, თუნდაც შეურაცხყოფილი, რადგან ეს არ არის ის ღირებულებები, რაც იყო და უნდა იყოს საქართველოს ღირებულებები. ამიტომ, დღევანდელ დღეს საზოგადოებამ ამოისუნთქა და თვითონაც გრძნობს, რომ ეს არის მისთვის გამარჯვების დღე“, – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ასევე მნიშვნელოვანია, რომ განვავითაროთ ის პროგრამები, რომლებიც ადამიანებს  ერთმანეთთან ფიზიკურად აკავშირებს და აახლოვებს.

“ანუ კულტურა და განათლება, ეს არის ის მიმართულება სადაც საქართველო უნდა წავიდეს ძალიან წინ და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობა, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა იგრძნონ, რომ ნამდვილად ერთ ოჯახს ეკუთვნიან.

სიტყვების დრო დასრულდა, საქმის დრო დაიწყო, ქვეყანა გველოდება, მე მგონი ევროპაც გველოდება და ჩემი მხრიდან, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოც მზად არის,” – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. 

magti 5g