LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქონლის ქურდობის ფაქტზე სამი პირია დაკავებული – შსს

146
შსს-პოლიცია

ქვემო ქართლში საქონლის ქურდობის ფაქტებზე 3 პირი დააკავეს.

ერთ-ერთმა დაკავებულმა კუმისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარა. სამართალდამცველებმა ნაქურდალ საქონელს მალევე მიაგნეს და მეპატრონეს დაუბრუნეს.

რაც შეეხება დანარჩენ ორ პირს, პოლიციამ ისინი იმ დროს შეაჩერა, როდესაც მოპარული საქონელი მიკროავტობუსით წალკა-თეთრიწყაროს საავტომობილო გზაზე გადაჰყავდათ.

გამოძიება ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g