სარა ჯესიკა პარკერმა „ინსტაგრამზე“ ვიდეორგოლის თიზერი გამოაქვეყნა, სადაც ქერი ბრედშოუს იმიჯით დაბრუნდა და დაანონსა, რომ ისტორია მალე გაგრძელდება. ვიდეოში სარას ავტობუსი გვერდს უვლის და წყალს ასხამს. მსახიობის გულშემატკივრებისთვის ეს ვიდეო გახდა მიზეზი იმისა, რომ სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ გაგრძლებაზე ეფიქრათ, თუმცა ჩანაფიქრი სხვა აღმოჩნდა. სარამ Stella Artois-ის რეკლამაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მსოფლიოს იმ რეგიონებს მოამარაგებს წყლით, რომელსაც ეს სჭირდებათ.
კომპანია მეთ დეიმონს ეკუთვნის, რომელიც სარეკლამო კამპანიაში მალე ჩაერთვება.