მსახიობმა სარა ჯესიკა პარკერმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფილმი „სექსი დიდ ქალაქში“ გადაღების პროცესშია და დიდ ეკრანებზე ის სულ მალე გამოვა.
ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, ვარსკვლავი აცხადებდა, რომ პროექტის ბედი გაურკვეველია და მისი გადაღება კითხვის ნიშნის ქვეშ არის.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელად მთავარი პერსონაჟები – კერი, სამანტა, შარლოტა და მირანდა ერთად ექვსი წლის წინ შეიკრიბნენ, როდესაც ეკრანებზე სრულმეტრაჟიანი ფილმი „სექსი დიდ ქალაქში 2“ გამოვიდა. ცნობილია ისიც, რომ ოთხივე მათგანმა თანხმობა განაცხადა ფილმის ახალ ნაწილში მონაწილეობაზე.