ბოლო წლებია, სარა პოლსონი სერიალებში მონაწილეობს, თუმცა ცნობილი ხდება, რომ უახლოეს მომავალში მისი ნახვა სრულმეტრაჟიან ფილმებში შესაძლებელი იქნება – შესაბამისი შთავაზება მან უკვე მიიღო. საუბარია დრამაზე „დაკარგული გოგონები“, რომელიც რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული – 2013 წელს ჟურნალისტი პოლიციასთან ერთად სერიულ მკვლელობას იძიებდა, რომლის შედეგადაც ნიუ-იორკში რამდენიმე გოგო დაიკარგა. ფილმშს სიუჟეტად ერთ-ერთი გარდაცვლილი გოგოს ისტორია დაედება.
ჯერ-ჯერობით ახალ ფილმზე ბევრი არაფერია ცნობილი. რაც შეეხება პოლსონს, ამ დროისთვის ის ფილმის „ოუშენის რვა მეგობარი“ გადაღებებით არის დაკავებული.