სულ მალე ეკრანებზე გამოვა რაიან მერფის სუპერპოპულარული სერიალის „ამერიკის კრიმინალური ისტორიის“ მესამე ნაწილი, რომლის სახელწოდებაა „იმპიჩმენტი“.
მესამე სეზონი ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, ბილ კლინტონისა და მონიკა ლევინსკის სკანდალს მიეძღვნება. აქვე ცნობილია, რომ მერფიმ მონიკა ლევისნკის როლზე 27 წლის მსახიობი, ბინი ფელდშტეინი დაამტკიცა. რაც ეხება ბილ კლინტონის როლს, მას კლივ ოუვენი ანსახიერებს.
ცხადია, რაიან მერფიმ პროექტზე მუშაობის დაწყებისთანავე გაითვალისწინა თავისი ფავორიტი მსახიობი სარა პოლსონი და ის ლინდა ტრიპის როლზე დაამტკიცა. ეს უკანასკნელი კლინტონის პრეზიდენტობის დროს სახელმწიფო სამსახურში მუშაობდა და უდიდესი როლი შეასრულა კლინტონი-ლევინსკის სკანდალის დროს. მისმა სატელეფონო ჩანაწერებმა, სადაც ის ლევინსკის ბილ კლინტონთან რომანზე საუბრებოდა, საქმის გარდამტეხი შემოტრიალება შეძლო.
გამოცემა „დეილი მეილი“ დღეს პირველად კადრებს ავრცელებს გადასაღები მოედნიდან. ფოტოებზე ერთ-ერთი სცენის გადაღებისას სარა პოლსონი და ბინი ფელდშტეინი გამოჩნდნენ.