ესპანურმა „სარაგოსამ“ გუნდის ქართველი ახალწვეული, გიორგი პაპუნაშვილი წარადგინა.
„დინამოელი“ ესპანეთში თავს მენეჯერებთან, ლევან ზუხბაიასთან და მიხეილ ხუციშვილთან ერთად ჩავიდა და მცირე კომენტარიც გააკეთა.
„სარაგოსაში“ ყოფნით ბედნიერი ვარ“, – ასეთი მოკლე კომენტარი გააკეთა გიორგი პაპუნაშვილმა კლუბის ესპანურ ენაზე, რომელსაც უკვე ერთი თვეა სწავლობს.
თავის მხრივ „სარაგოსამ“ ფეხბურთელს პატარა სიურპრიზი მოუწყო და ქართულად მიესალმა.
კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, პაპუნაშვილი ჯერ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც მისი პრეზენტაცია მოხდება.