LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარალიძემ პოლიციელთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში განაგრძო – შსს განცხადებას ავრცელებს

46

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ზაზა სარალიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზაზა სარალიძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაკავებულია, ასევე, ზაზა სარალიძის თანმხლები ორი პირი.

“რუსთაველის გამზირზე, ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. ზაზა სარალიძემ პოლიციელთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში განაგრძო, რომელიც რუსთაველის გამზირზე პოლიციისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად მივიდა” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

როგორც “ფორტუნას” ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ განუცხადა, დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაშია გადაყვანილი. ადვოკატი ამ წუთებში ზაზა სარალძეს ხვდება.

ნახეთ ასევე:

ზაზა სარალიძე დააკავეს – ადვოკატი [ვიდეო]

პარლამენტთან მომხდარი ინციდენტისას, ზაზა სარალიძემ პოლიციელს ჯოხი ჩაარტა [ვიდეო]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g