რუსთაველის გამზრიზე, სადაც ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, ცოტა ხნის წინ მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ კარვის კონსტრუქცია მიიტანეს და მისი გაშლა სცადეს, რასაც პოლიციის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა. სამართალდამცავებმა აქტივისტებს კონსტრუქცია წაართვეს და პოლიციის მანქანაში მოათავსეს.
გავრცეკლებული ინფორმაციით, ინციდენტისას, შეუძლოდ გახდა აქციის მონაწილე ქალი, რომელსაც დახმარება ჯერ სხვა აქტივისტებმა აღმოუჩინეს, შემდეგ კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია პარლამენტთან 19:00-ზე დაიწყო. პარლამენტის შენობასთან აქტივისტებთან ერთად სარალიძის დედა და მალხაზ მაჩალიკაშვილი იმყოფებიან. აქციაზე ასევე გამოჩნდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის, პრეზიდენტობის კანდიდატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ზაზა სარალიძე ღამეს ინგოროყვას კლინიკაში გაატარებს, ის დაკითხვისას ცუდად გახდა და საავადმყოფშია ადვოკატის თხოვნით გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, ცუდად გახდომის მიზეზი სისხლში შაქრის დონის მომატებაა.
