სარბოლო ბოლიდი, რომელიც ახალგაზრდული ჩემპიონატის GP2-ის მონაწილეს გავს, ჩვეულებრივ ტრასაზე შეამჩნიეს. უჩვეულო სატრანსპორტო საშუალება ვიდეორეგისტრატორმა გადაიღო და ბუნებრივია, პილოტით ადგილობრივი პოლიცია მაშინვე დაინტერესდა.
კადრები 12 სექტემბერსაა გადაღებული და ექსპერტთა ვარაუდით, მათზე Dallara-ს ბოლიდია აღბეჭდილი. სპორტული ავტომობილის ჩვეულებრივი მოხმარების გზებზე ექსპლუატაცია დაუშვებელია, ამიტომ მძღოლს პასუხისგება სასამართლოს წინაშე მოუწევს. თუმცა, მანამ სანამ საქმე სასამართლომდე მივა, კანონის დამცველებს ურჩი პილოტის დაკავება დასჭირდებათ.