LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სარჩელი 2 წლის წინ შევიტანე და დღეს ჩაინიშნა პირველი სასამართლო“ – შსს-ს წინააღმდეგ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, მაკო გომური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს

229
მაკო მზა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მაკო გომურის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.

20 ივნისის აქციის  დარბევის დროს დაზარალებულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი 2021 წელს შეიტანა.

„დღეს არის მორალური ზიანის ანაზღაურების პროცესი.

ჩემი მოლოდინები, არ ვიცი, რა გითხრათ, მთლიანად სასამართლოს და მოსამართლის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული ეს ყველაფერი.

2 წლის წინ, 2021 წლის დეკემბერში შევიტანე სარჩელი და მას შემდეგ, აი, ასე გაიწელა და დღეს ჩაინიშნა პირველი სასამართლო,“ – თქვა გომურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„დღევანდელ პროცესზე, რასაკვირველია, გამოცხადდება მოპასუხე მხარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ასევე, ჩვენ გვაქვს შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის თაობაზე. ასევე, არის შესაძლებელი, რომ სასამართლო დაინტერესდეს და გამოკითხოს ექსპერტები, რომელთა დასკვნებიც გვაქვს საქმეში წარმოდგენილი,“ – ამბობს დაზარალებულის ადვოკატი, ილონა დიასამიძე.

ცნობისთვის, 2019 წლის 20 ივნისს აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულმა, მაკო გომურმა სასამართლოში სარჩელი შსს-ს წინააღმდეგ 2021 წლის დეკემბერში შეიტანა.

ვიდეო: „ძალიან მეშინია ფოიერვერკის, რადგან ზუსტად იგივე ხმებია, რაც იყო 20 ივნისის ღამეს” – მაკო გომური

“თვალში მიდევს პირველი პროთეზი, მტკივა, ფორმა არ ემთხვევა, სხვა ზომებს ნუ მიმაღებინებთ, გამეცით პასუხი თუ უკვე შეიმშრალეთ დაბანილი ხელები?” – მაკო გომური ხელისუფლებას მიმართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g