LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარფის საბაჟოზე დააკავეს მამაკაცი, რომელსაც თურქეთში 250 წყლის კუ ფარულად გადაჰყავდა

165
კუები

თურქეთის საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა სარფში საქართველოდან გადასული კაცი დააკავეს, რომელსაც არალეგალურად წყლის 250 კუ გადაჰყავდა.

როგორც თურქული მედია საბაჟო სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება, მებაჟეებმა კაცზე ეჭვი მიიტანეს, რადგან მისი ქურთუკი არაბუნებრივად იყო გამობერილი. ფიზიკური შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მას ზურგზე წებოვანი ლენტით ყუთი ჰქონდა მიმაგრებული.

მებაჟეებმა ყუთში წყლის 250 კუ აღმოაჩინეს, რომელიც თურქეთისთვის ინვაზიურ სახეობად არის მიჩნეული. სამართალდამცავებმა კონტრაბანდული კუები ართვინის ეროვნულ პარკს გადასცეს.

რა სანქცია შეიძლება დაეკისროს თურქეთში კონტრაბანდული კუებით გადასულ პირს, უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g