LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარფის საბაჟოზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

126
აა (1)

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“ საქართველოს მოქალაქეების, ც.პ.-ს და ც.მ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, საერთო ჯამში, 76 430,25 ლარის ღირებულების, დაახლოებით 1 კილოგრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გადაეცა.

mazda magti 5g