თურქმა სამართალდამცველებმა სარფის საბაჟოზე ტერაქტი აღკვეთეს, საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც შაჰიდის ქამრით თავის აფეთქებას გეგმავდა.
ინფორმაციასთან დაკავშირებით, ჯერ-ჯერობით, ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა. როგორც „ფორტუნას“ კორესპონდენტი სარფის გამშვები პუნქტიდან იტყობინება, საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთის ტერიტორიაზე გადასვლა კვლავ შეფერხებულია, ხოლო თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით გადმოსვლა უკვე შესაძლებელია.