LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სარფში” მებაჟე ოფიცრებმა 186 838 ლარის არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

126
ss

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ი.მ.-ს, როგორც ფიზიკური, ისე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, 5 ცალი არადეკლარირებული, მამაკაცის ძვირადღირებული საათი აღმოაჩინეს.

“საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 186 838 ლარი შეადგინა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა”, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.