საქართველოს ბანკი მომხმარებელთა წახალისებასა და ციფრული სერვისების განვითარებას განაგრძობს. ამ მიზნით ახალი კამპანია იწყება, რომლის ფარგლებში ბიზნეს მომხმარებლებს დამატებითი სარგებლის მიღების შესაძლებლობა აქვთ.
უფრო კონკრეტულად, ბიზნესებს, რომლებსაც 1 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი ან ინტერნეტბანკი არ გამოუყენებიათ, შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ:
- 25%-იანი ქეშბექი Mastercard ბიზნეს ბარათზე, მაქსიმუმ 500 ლარამდე (ქეშბექი მოქმედებს კამპანიის პერიოდში შესრულებულ ტრანზაქციებზე).
- გადარიცხვები საკომისიოს გარეშე – ლარში ან უცხოურ ვალუტაში.
„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბიზნეს მომხმარებლებს მუდმივად შევთავაზოთ ისეთი სიახლეები და კამპანიები, რომლებიც მათ ყოველდღიურ საქმიანობას გაამარტივებს და დამატებით სარგებელს მოუტანს. სწორედ ამიტომ, ახალი კამპანიის ფარგლებში, ბიზნესებს აქვთ შესაძლებლობა, ქეშბექი და უფასო გადარიცხვები მიიღონ. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მუშაობას, რათა ხელი შევუწყოთ ბიზნესის ზრდასა და განვითარებას“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.
გაიგეთ მეტი კამპანიის შესახებ საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან, გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი, ან ისარგებლეთ ბიზნეს ინტერნეტბანკით. ხოლო თუ ჯერ არ ხართ მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად, ონლაინ.
(R)