LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარჯველაძე არახამიაზე: რის უფლებასაც საკუთარ თავს აძლევს, მხოლოდ შეურაცხმყოფელ პასუხს იმსახურებს, სხვა კომენტარი ბატონ არახამიაზე არ მაქვს, მაპატიეთ სიტყვა „ბატონისთვის”

89
მიხეილ-სარჯველაძე

არ ვიცი, როგორ მოვიხსენიო ეს ადამიანი, მას შემდეგ, რაც იკადრა და რაებსაც კადრულობს არ მგონია, რომელიმე მისი განცხადება სერიოზულ პასუხს იმსახურებდეს, – ასე ეხმიანება უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე უკრაინის რადას დეპუტატის დავით არახამიას განცხადებებს.

როგორც სარჯველაძე აღნიშნავს, ის რის უფლებასაც არახამია საკუთარ თავს აძლევს, მხოლოდ შეურაცხმყოფელი პასუხის მიღებას იმსახურებს.

„არ ვიცი, როგორ მოვიხსენიო ეს ადამიანი, მას შემდეგ, რაც იკადრა და რეებსაც კადრულობს ეს პიროვნება, არ მგონია, რომელიმე მისი განცხადება სერიოზულ პასუხს იმსახურებდეს. ჩემი აზრით, ის რის უფლებასაც თავს აძლევს იმსახურებს მხოლოდ და მხოლოდ შეურაცხმყოფელი პასუხის მიღებას. ამით ვიწყებ და ამით ვამთავრებ ამ თემაზე საუბარს, არავითარი სხვა კომენტარი ბატონ არახამიასთან დაკავშირებით არ მაქვს. მაპატიეთ სიტყვა ბატონისთვის“, – განაცხადა სარჯველაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g