არ შეიძლება მარცხმა ასე დაგაკარგინოთ სახე, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ნიკა მელიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას „უღირსი დამარცხებული უწოდა.“
„ბატონო ნიკა, თქვენი გამოსვლა იყო სავსე შეურაცხყოფით, ცილისწამებით. მოგიწოდებთ, სარკეში ჩაიხედეთ და დაინახავთ თქვენს დამარცხებულ სახეს, დაკარგულ სახეს. არ შეიძლება, მარცხმა ასე დაგაკარგვინოთ სახე. სირცხვილია, მარცხსაც სჭირდება ღირსეულად შეხვედრა. თქვენ ხართ უღირსი, დამარცხებული,“ – მიმართა ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას.