უკრაინის ქალაქებიდან – სლოვიანსკიდან და კრამატორსკიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია ვერ ხერხდება.
მიზეზი რუსი სამხედროების მიერ სარკინიგზო გზების დაბომბვაა.
ამის შესახებ უკრაინის რკინიგზის წარმომადგენელი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ სამი საევაკუაციო მატარებელი დროებით ბლოკირებულია:
“მტერმა საჰაერო თავდასხმა განახორციელა ბარვენკოვოს სადგურთან, დონეცკის რკინიგზის მახლობლად ესტაკადაზე. ეს არის უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ერთადერთი სარკინიგზო ხაზი, რომელიც მოდის ისეთი ქალაქებიდან, როგორიც არის კრამატორსკი, სლოვიანსკი და ლიმანი.
სიტუაციის გასარკვევად ველოდებით დაბომბვის დასრულებას. მატარებლების მგზავრები სიტუაციის გარკვევამდე სადგურზე არიან მოთავსებული”, – განაცხადა ალექსანდრ პეტროვსკიმ.
მისი თქმით, სამი საევაკუაციო მატარებელი დროებით ბლოკირებული რჩება.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში