22-23 თებერვალს, საგამოფენო ცენტრში „ექსპო-ჯორჯია“ ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი მონაწილეობას იღებს „საერთაშორისო უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების“ მე-9 საერთაშორისო გამოფენაში.
გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის, მისი საქმიანობის, არსებული პროფესიული პროგრამების, განხორციელებული პროექტების, დასაქმებისა და მომავალი კარიერული ზრდის შესაძლებლობის შესახებ.
გამოფენა ყოველწლიურია და ტარდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით.